წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიაში ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი და იზოლატორი.
დაწესებულებას ემსახურება სამი პედიატრი: ქეთევან ჯაყელი, თამარ მხატვარი და ნატალია ქობალავა.
ასევე დაწესებულებაში 24 საათიან რეჟიმში მორიგეობით მუშაობს ორი ექთანი: ირმა ბერიძე და ლელა დუმბაძე.
სამედიცინო ოთახი აღჭურვილია ყველა საჭირო მედიკამენტით და ინვენტარით.
ეს დატვირთვა გიმნაზიას გააჩნია იმიტომ, რომ დაწესებულება საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს სთავაზობს პანსიონურ მომსახურებასაც.