📽 ვიდეო რგოლი

წმ. მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონის მიზანია, აღზარდოს აქტუალურად მოაზროვნე, ცოდნაზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობით აღსავსე, ესთეტიკურად განვითარებული, ტოლერანტი, შემოქმედი, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი, კონკურენტუნარიანი, საკუთარი შესაძლებლობების მუდმივად განვითარების შემძლე, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, პატრიოტიზმის, პატიოსნების, სათნოების, სიკეთის და სხვა სულიერი ღირებულებების მატარებელი პიროვნება.
წმ. მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონი დაარსდა დამფუძნებელია საქართველოს ავტოკეფალური მართმადიდებლური ეკლესია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II ის თანადგომით და ბათუმისა და ლაზეთის, მიტროპოლიტი დიმიტრის ინიციატივით
გიმნაზია–პანსიონში ჩარიცხული ბავშვები უზრუნველყოფილი არიან ოთხჯერადი კვებით, სამედიცინო მომსახურებითა და სხვა საჭიროებებით. შექმნილი გარემო და ყველაფერი, რაც ბავშვებს ხმარდება არის მაღალი ხარისხის და გემოვნებით შერჩეული, რათა აღზრდის პროცესში ჩამოუყალიბდეთ დახვეწილი გემოვნება და ესთეთიკური ხედვა. ამასვე ემსახურება შენობის თანამედროვე, მრავალფეროვანი იტერიერი. შენობა მოიცავს სრულ 4 სართულს და მანსარდს.
გიმნაზია-პანსიონში ფუნქციონირებს სტუდიები: მინანქრის, გობელენის, მოდელირების, ბატიკის, ფერწერის, კერვის, თექის, ძერწვის, აკადემიური ხატვის, ქართული ხალხური სიმღერისა და ინსტრუმენტების, ქორეოგრაფიის, ფორტეპიანო-სოლფეჯიოს, ფუნქციონირებს ბენდი (ვოკალი, დასარტყამი, სიმებიანი, ჩასაბერი ინსტრუმენტები), ინგლისური ენის, ქართული გალობის, საკონდიტროს (კონდიტერია/დიზაინი), ჭადრაკის, კალათბურთისა და ფეხბურთის
ბავშვები არდადეგებზე ისვენებენ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მიტროპოლიტი დიმიტრის თანხლებით აღსაზრდელები იყვნენ იერუსალიმში
ექსკურსია იმერეთში
28მაისი

ექსკურსია იმერეთში

ექსკურსია იმერეთში ექსკურსია იმერეთში მოსწავლეებმა მოინახულეს: პრომეთეს მღვიმე მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში…

ჩემი გრაფიკული ისტორია
21მაისი

ჩემი გრაფიკული ისტორია

ჩემი გრაფიკული ისტორია: საბჭოთა რეპრესიები აჭარაში კომიქსების ენაზე ჩემი გრაფიკული ისტორია: საბჭოთა რეპრესიები აჭარაში კომიქსების…

სპექტაკლი “ალქიმიკოსი”
11აპრ

სპექტაკლი “ალქიმიკოსი”

სპექტაკლი “ალქიმიკოსი” გალერეა

Slide 1
Slide 2
Slide 3
previous arrowprevious arrow
next arrownext arrow

ღონისძიებები

მომავალში დაგეგმილი

50

წარმატების ისტორია

25

სტუდია

69

მოსწავლე

10

სტუდენტი

სტუდიები

სტუდიები

თქვენი მომავალი იქმნება აქ