ტანსაცმლის მოდელირების ძირითადი პრინციპია ინდივიდუალური დიზაინის სამოსის შექმნა სხვადასხვა დანიშნულებისათვის, მასალის, სტილისა და სეზონის გათვალისწინებით. იგი მიზნად ისახავს წარმოაჩინოს და გადმოსცეს ადამიანის ტანსაცმლის დიზაინი ესკიზის სახით, რომელიც შესრულებული იქნება ყველა
იმ მხატვრული პრინციპის გათვალისწინებით, რომელიც თან ახლავს ნახატის შესრულებას.
სწავლის უმთავრესი მიზანია ფიგურის აგება, პლასტიკა და მისი გადმოცემა ტანსაცმელთან ერთად დინამიკაში. იგი მოიცავს კოსტიუმის საფუძველებს, ორნამენტს, ფიგურის ტიპებს, ფერთა პალიტრის განაწილებას, ასევე მოდის სხვადასხვა სტილს, რომელიც უნდა იქნას დამუშავებული კომპოზიციურად.
ტანსაცმლის კომპოზიციის დასახატად საჭიროა შემდეგი ხელსაწყო-იარაღები და მასალა: უბრალო ფანქარი, სახატავი ფორმატი (ვატმანის), რბილი საშლელი, ფანქრის სათლელი, 24 ფერიანი აკვარელის საღებავი, თეთრი გუაში, აკვარელის ფუნჯები, შავი ტუში და ტუშის კალამი
მოდელირება ტანსაცმლის მოდელირების ძირითადი პრინციპია ინდივიდუალური დიზაინის სამოსის შექმნა სხვადასხვა დანიშნულებისათვის, მასალის, სტილისა და სეზონის…
გიმნაზია პანსიონი is proudly powered by WordPress