სასწავლო კურსის მიზანი – ბატიკის შესწავლა მოიცავს კომპოზიციური თემების მთელ სისტემას. კომპოზიციის შექმნაში იგულისხმება კომპოზიციები ქსოვილისათვის, ხაზის დახვეწილობა, კოლორის ოსტატურად გამოსახვა. კომპოზიციის მიზანია გემოვნების, იდეის, კომპოზიციური განლაგების, ფერების, ფორმისადა მოჩითვის შექმნა თემის შესაბამისად. ბატიკის კომპოზიციის ასიმეტრი, სიმეტრია, აბსტრაქცია, დეკორატიული კომპოზიციები და აბსტრაქტული ვარიაციები. მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს ზოგადი მიზნები, რაც ხელს შეუწყობს შემდგომში ქსოვილზე ხარისხიან მუშაობას.

სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობები – სასურველია მოსწავლეს ჰქონდეს ფანტაზიისა და ფერთა შეგრძნების უნარი, იცნობდეს ზოგადად ფერწერული მასალების 9აკვარელი, გუაში, ტუში, პასტელი) ტექნოლოგიურ თავისებურებებს.

სწავლებისა და სწავლის მეთოდები  – პრაქტიკული გაკვეთილი, კვირაში 3 საათი.

სასწავლო კურსის შინაარსი  – ხაზობრივ კომპოზიციაზე მუშაობა, ტბილი

აქრომატული ფერებით აბსტრაქტული ნამუშევრების შექმნა

ცივი და კონტრასტული ფერების გამოყენებით კომპოზიციების შექმნა

ესკიზებზე მუშაობა – ფანქარში

ესკიზებზე მუშაობა – ფერებში

II ეტაპი

ქსოვილის სწორად გადაჭიმვა ჩარჩოზე

გრადაციის გამოსახვა ქსოვილზე-ნატიკის საღებავით

რეზერვინთან მუშაობა

პანოს შექმნა – ცივი ბატიკის მეთოდით

III – ეტაპი

შარფების მოხატვა ცივი ბატიკის ტექნიკით;

ჩითვა ქსოვილის (ბეჭდვა)

ქსოვილის ღებვა მხატრული ეფექტების გამოყენებით

ქსოვილის ხატვა (ცხელი ბატიკა)


სწავლის შედეგი – სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეს შეუძლია აღნიშნული სფეროს შესაბამისი სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ესკიზების შესრულება. Iდეის გააზრება, უნარი შეუძლია შემოქმედებითი გამოფენაში მონაწილეობის მიღება და მტავარი ცოდნა გამოიყენოს ყოველდღიურ ყოფის ცხოვრებაში. Gახდეს რეალიზებული

მინანქარი

მინანქარი

მინანქარი minanqris xelovnebaSi upiratesi adgili ukavia tixrul minamqars, romelic saqarTveliSi VIII-IX saukunidan gvxvdeba. damzadebis sirTulis…

ძერწვა

ძერწვა

ძერწვა ძერწვა ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას. პლასტილინის ან სხვა საძერწი მასალის ხელით დამუშავებისას, მისგან…

მოდელირება

მოდელირება

მოდელირება ტანსაცმლის მოდელირების ძირითადი პრინციპია ინდივიდუალური დიზაინის სამოსის შექმნა სხვადასხვა დანიშნულებისათვის, მასალის, სტილისა და სეზონის…