საქართველოში გობელენის ხელოვნების განვითარება, გივი ყანდარელის სახელს უკავშირდება. მისი ნამუშევარი „ფიროსმანის სიზმარი” თანამედროვე აღორძინების გობელენის საუკეთესო ნიმუშია. 

 გობელენს ვქსოვთ სპეციალურ დაზგაზე, რომელიც შედგება ოთხი, სქელი შეკრული ფიცრისაგან, (ზომა 4X5). ფიცრის მოპირდაპირე მხარეებზე ვაჭედებთ ლურსმნებს, ისე, რომ რომ დარჩეს ნახევარი მილიმეტრით ზემოთ. ლურსმნებს ვაჭდებთ ორ რიგად, მათ შორის დაშორება არის ერთი სანტიმეტრი. ორივე რიგის ლურსმნებს შორის დაშორება გამოდის ნახევარი მილიმეტრი. შემდეგ გადავჭიმავთ ქსელის ძაფს, რომელიც ბამბის ქსოვილს წარმოადგენს. ქსოვის დაწყებამდე, ძაფებს შორის უნდა დავამაგროთ რაიმე მყარი, მაგალითად მუყაო, სიმაღლით 5 სანტიმეტრი. იგივე მიმართულებით კეთდება ფიცარი, რომელიც გვეხმარება ქსოვის დროს ძაფების დაჭიმვაში. ქსოვას ვიწყებთ ქობის (სამი რიგი: ჯაჭვი, ჩვეულებრივი ნაქსოვი და ბოლოს ოსევ ჯაჭვი) კეთებით, რომელიც უნდა იყოს ორ სანტიმეტრიანი. ქობა წარმოადგენს ნაქსოვის სიმაგრეს. გაკეთებული ჩანხატის მიხედვით ვადიდებთ ესკიზს, რომელსაც ვამაგრებთ დაზგის უკანა მხარეს. სწორედ ამ ესკიზის მიხედვით ვქსოვთ გობელენს. გობელენისთვის უკეთესია შალის ძაფი. მისაქსელი ძაფ უნდა იყოს ერთი წვერი.  ქსოვის დროს, ნაქსოვის დასატკეპნად ვიყენებთ ჩანგალს, რომელიც უნდა იყოს მძმე. მუშაობის პროცესში არ უნდა დაირღვეს ქსელის ძაფის ფორმა. 

 დამთავრების შემდეგ, ვაკეთებთ ისევ ქობას, შემდგომ კი ვსხსნით დაზგიდან.

გობელენის ქსოვა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ფარდაგისა და ხალიჩის, რადგანაც გობელენში გადასვლები უნდა იყოს ჰაეროვანი. ფარდაგზე კეთდება ორნამენტები,  ხალიჩაზე კი რელიეფურად.  გობელენის ქსოვის ტექნიკა მარტივია, თუმცა შესრულების სირთულე დამოკიდებულია ესკიზზე. რთულ ესკიზს უფრო მეტი დრო მიაქვს დაგობელენში ქსოვის დროს ძაფი არ იკვანძება.

მინანქარი

მინანქარი

მინანქარი minanqris xelovnebaSi upiratesi adgili ukavia tixrul minamqars, romelic saqarTveliSi VIII-IX saukunidan gvxvdeba. damzadebis sirTulis…

ძერწვა

ძერწვა

ძერწვა ძერწვა ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას. პლასტილინის ან სხვა საძერწი მასალის ხელით დამუშავებისას, მისგან…

მოდელირება

მოდელირება

მოდელირება ტანსაცმლის მოდელირების ძირითადი პრინციპია ინდივიდუალური დიზაინის სამოსის შექმნა სხვადასხვა დანიშნულებისათვის, მასალის, სტილისა და სეზონის…