ქართული ხალხური საკრავები — ცნობილია უძველესი დროიდან, როგორც წესი, სიმღერის ან ცეკვის თანხლების ფუნქციით. უძველესი არქეოლოგიური ცნობა ქართული საკრავის შესახებ, მიეკუთვნება ძვ.წ.-ით XV ს.
საკრავი, როგორც „მატერიალური მუსიკალური კულტურის ძეგლი“, მუსიკის ისტორიის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მისი მეშვეობით შესაძლებელი ხდება ხალხური ხმიერი მუსიკის და, საზოგადოდ, მუსიკალური კულტურის ისტორიის ისეთი საკითხების გარკვევა, რაც სხვა გზით გაძნელდებოდა. ცნობილია, რომ ხმიერი და საკრავიერი მუსიკის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ხმიერი მუსიკა სტიმულს აძლევს საკრავიერის განვითარებას, მაგრამ საკრავიც თავის მხრივ გარკვეულ გავლენას ახდენს ხმიერ მუსიკაზე ინტონირებს თვისებრივი გარკვეულობის, ბგერათრიგის კრისტალიზებისა და მუსიკალურ პრაქტიკაში დაზუსტებული ინტონაციის განმტკიცების მხრივ.


ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტარიუმი წარმოდგენილია სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყმელი ჯგუფებით.


სიმებიანი საკრავები იყოფა:

 1) ჩამოსაკრავ 

2) მოსაზიდ

3) ხემიან საკრავთა ქვეჯგუფებად. 

პირველ ქვეჯგუფს განეკუთვნება ფანდური და ჩონგური, მეორეს — ჩანგი, მესამეს — ჭუნირი და ჭიანური.


ჩასაბერი (აეროფონები) ჯგუფი წარმოდგენილია შემდეგი საკრავებით: მრავალღერიანი სალამური (ლარჭემი და სოინარი), უენო და ენიანი სალამურები, გუდასტვირი ქართული გარმონი და ჭიბონი

დასარტყმელ საკრავებს განეკუთვნებიან დოლი და დაირა.

მინანქარი

მინანქარი

მინანქარი minanqris xelovnebaSi upiratesi adgili ukavia tixrul minamqars, romelic saqarTveliSi VIII-IX saukunidan gvxvdeba. damzadebis sirTulis…

ძერწვა

ძერწვა

ძერწვა ძერწვა ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას. პლასტილინის ან სხვა საძერწი მასალის ხელით დამუშავებისას, მისგან…

მოდელირება

მოდელირება

მოდელირება ტანსაცმლის მოდელირების ძირითადი პრინციპია ინდივიდუალური დიზაინის სამოსის შექმნა სხვადასხვა დანიშნულებისათვის, მასალის, სტილისა და სეზონის…