მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქართული საეკლესიო მრავალფეროვანი ტრადიციის გალობის შესწავლას.
გამოყენებული ძირითადი სახელმძღვანელოა – ექვთიმე კერესელიძის და რაჟდენ ხუნდაძის ქართული გალობა გელათის სკოლის კრებული.
კრებული წარმოადგენს ძველი ქართულის პროფესიული მუსიკის ნიმუშებს, მასში შესულია გელათის მონასტრის საგალობო კილოს საგალობლები, რომელშიც თავმოყრილია დღევანდელი საღვთისმსახურო პრაქტიკისათვის აუცილებელი საგალობლები. აგრეთვე კრებულში თავმოყრილია ე.წ ,,სადა” და ნამდვილი კილოს საეკლესიო საგალობლები, რომლებსაც სასწავლო პრაქტიკაში განსაკუთრებული, საბაზისო მნიშვნელობა ენიჭება
ბავშვები შეირჩევიან მუსიკალური მონაცემების (ნიჭის) მიხედვით ანუ ბავშცვს უნდა გააჩნდეს მსუკალური სმენა და ვოკალური მონაცემები(ხმა)
ბავშვები დიდი ძალისხმევით ეკიდებიან ამ ღვთიურ საქმეს. ამჟამად ოთხი მგალობელისაგან შედგება გუნდი
შეისწავლება სხვადასხვა სახვთისმსახურო განგება- მწუხრი, ცისკარი, ჟამისწირვის, ქორწინების შემსმენელთა და სხვა სადღესასწაულო საგალობლები
კვირის განმავლობაში გაკვეთილების ხანგრძლივობა შეადგენს 6 საათს, ხოლო ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 საათია. ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ წმ. მატათა მოციქულის სახელოვბის ტაძარში ღვთისმსახურებაში,
მოდელირება ტანსაცმლის მოდელირების ძირითადი პრინციპია ინდივიდუალური დიზაინის სამოსის შექმნა სხვადასხვა დანიშნულებისათვის, მასალის, სტილისა და სეზონის…
გიმნაზია პანსიონი is proudly powered by WordPress