წმ. მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონი არის საგანმანათლებლო კერძო სამართლის არასამეწარმეო დამოუკიდებელი იურიდული პირი – ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე. წმ. მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონის მისია მოიცავს სკოლის საერთო პრინციპებს, განავითარებს სტრატეგიულ მიზნებსა და მათი მიღწევის გზებს.
გიმნაზია-პანსიონის მისიაა: ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე დაყრდნობით, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი, განათლებული და გონიერი ახალგაზრდების აღზრდა.
წმ. მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონის მიზანია, აღზარდოს აქტუალურად მოაზროვნე, ცოდნაზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობით აღსავსე, ესთეტიკურად განვითარებული, ტოლერანტი, შემოქმედი, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი, კონკურენტუნარიანი, საკუთარი შესაძლებლობების მუდმივად განვითარების შემძლე, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, პატრიოტიზმის, პატიოსნების, სათნოების, სიკეთის და სხვა სულიერი ღირებულებების მატარებელი პიროვნება. შეძლოს, დახმარება აღმოუჩინოს მცირეწლოვანი და მოზარდი თაობის იმ ნაწილს, რომლებიც მოკლებულნი არიან მშობელთა მზრუნველობას, მარტოხელა დედათა და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახთა შვილებს. ყოველი ამ უნარ-ჩვევების გამომუშავება მოსწავლეს დაეხმარება, თავისი ცოდნის მაქსიმალურად გამოყენებაში, მომავალი პროფესიის არჩევასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო ასპარეზზე ინტეგრირებაში.
გიმნაზია-პანსიონში ფუნქციონირებს სტუდიები: მინანქრის, გობელენის, მოდელირების, ბატიკის, ფერწერის, კერვის, თექის, ძერწვის, აკადემიური ხატვის, ქართული ხალხური სიმღერისა და ინსტრუმენტების, ქორეოგრაფიის, ფორტეპიანო-სოლფეჯიოს, ფუნქციონირებს ბენდი (ვოკალი, დასარტყამი, სიმებიანი, ჩასაბერი ინსტრუმენტები), ინგლისური ენის, ქართული გალობის, საკონდიტროს (კონდიტერია/დიზაინი), ჭადრაკის, კალათბურთისა და ფეხბურთის, რომლებიც ხელს უწყობს გემოვნების ჩამოყალიბებას, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, აგრეთვე ხელს შეუწყობს საზოგადოებასთან ინტეგრირებას. თავიანთი შესაძლებლობის გამოვლენას ფართო მაყურებლის წინაშე. ფესტივალებსა და საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. სრულყოფილად შესწავლის შემთხვევაში მოსწავლეს შეეძლება დამოუიკიდებლად გააგრძელოს მუშაობა ამ პროფილით.
დაწესებულება ეწევა სააღმზრდელო და საგანმანათლებლო საქმიანობას. გიმნაზია-პანსიონის უმთავრესი მისია მდგომარეობს იმაში, რომ გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების ფარგლებში, მოსწავლეს გაუწიოს ყოველმხრივი დახმარება მომავალი პროფესიის არჩევასა და დაუფლებაში.
დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში;
გეოგრაფია
ქიმია;
ბუნება
ქართული ენა და ლიტერატურა
ქართული ენა და ლიტერატურა
ქართული ენა და ლიტერატურა
ინგლისური
ინგლისური
საღვთო სჯული
საღვთო სჯული; ისტი
მათემატიკა
მათემატიკა
მათემატიკა
ხარისხის მართვის მენეჯერი; ისტორია
ისტორია
რუსული ენა
რუსული ენა
ხელოვნება
მუსიკა
ფიზიკური აღზრდა და სპორტი
გიმნაზია პანსიონი is proudly powered by WordPress